воскресенье, 10 мая 2015 г.

                                                    მეცხრე დღის რეფლექსია



პროექტის დასასრულს მოვისმინეთ ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტები, წარვადგინეთ ასევე ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრი მივახდინეთ უკუკავშირი. პროექტებით სწავლებით ძალიან საჭირო ინფორმაციას გავეცანი,ასეთი ფორმით მომზადებული გაკვეთილები უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს, მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებელ აზროვნება კონპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. მასალის დამოუკიდებლად მოძიებასა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას მეგობრებთან, პრეზენტაციის წარმოდგენას ჯგუფში.
 ჩემთვის ,,ინტელის" პროგრამა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გავეცანი უამრავ საშუალებას გაკვეთილი წარვმართო უფრო საინტერესოდ, გავუზიარო ჩემს კოლეგებს აზრი, მოვისმინო მათი მოსაზრებები ვირტუალურად.

суббота, 9 мая 2015 г.

                                                მერვე დღის რეფლექსია

გადავამოწმე ჩემი შექმნილი ფაილები, გადავიტანე ფაილები მუდმივი შენახვისათვის, ჩავასწორე პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანი საინტერესო პრეზენტაციას ,,მრავალმხრივი ინტელექტის" შესახებ, გავეცანი მოსწავლის ინდივიდუალური მიდგომის შესახებ ინფორმაციას.გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო ბლოგზე.განვათავსე გამოკითხვა,მივუთითე თარიღი.


суббота, 25 апреля 2015 г.

                                                      მეექვსე დღის რეფლექსია



  ამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მოსწავლის შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, იმ ხუთ ძირითად მიზანზე, რომელიც აუცილებელია მოსწავლეთა შეფასებისას გავითვალისწინოთ, რომ სწორად შეფასება (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) იძლევა საშუალევას მოსწავლის გააზრების შემოწმებას, პროგრესის მონიტორინგს. დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოვიძიე ინტერნეტში საჭირო მასალა და სლაიდები. მოვახდინეთ პრეზენტაცია

воскресенье, 19 апреля 2015 г.

                                             მეხუთე დღის რეფლექსია


  • ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: 


  •         პროექტის შაბლონი
  • პრეზენტაციის  მომზადებისას ეს მოდული დამეხმარა შემექმნა და გამომექვეყნებინა გოოგლე-დრაივ-ში
  • ვისწავლე  რას ნიშნავს პროექტის ეფექტური პრეზენტაცია. 
  • მოვამზადე ჩემი პროექტის პრეზენტაცია.
  • ინტელი-ს პროგრამა საინტერესო საშუალებაა სწავლა-სწავლების ეფექტიანობისა და სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

пятница, 17 апреля 2015 г.

                                                   მესამე დღის რეფლექსია


პროექტზე დაფუძნებული სწავლების ტრეინინგის დანიშნულებაა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება და პროექტების მომზადება. ამ ტრეინინგების ჩატარების შემდეგ გავარკვევთ პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიზანს:ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება , პრობლემის დასახვა და მისი გადაჭრის აქტუალური გზების ძიება და კვლევა.